Posts

Showing posts from November, 2018

პროექტის პორტფოლიო

გთხოვთ, იხილოთ ჩემი პორტფოლიო და შეაფასოთ.

პროექტის იდეებისთვის

Image

მერვე დღის რეფლექსია.

    პროექტის გეგმაში დავწერეთ შესაბამისი პროცედურები. გავეცანით დიფერენცირებული სწავლების რუბრიკებს და მეთოდები. გავეცანით შეფასების რუბრიკების გვერდს.  და ჩენს სამოქმედო გეგმაში შევავსეთ კურსის დამატებითი რესურსები. padlet-_ში შევქმენით ინტერაქტიული დაფა, რომელსაც ხვალ გავაზიარებთ.

მეშვიდე დღის რეფლექსია

          დღევანდელი დღე დავიწყეთ საავტორო უფლებების შესახებ საუბრით. გავაკეთეთ ტესტი. რესურსებიდან გადმოვიწერეთ საავტორო უფლებები და შევავსეთ ონლაინ რეჟიმში. გავიხსენეთ შეფასების სქემების სახეები. წავიკითხეთ კითხვარი დიფერენცირებულ სწავლებაზე და შევავსეთ ის. ვნახეთ  პრეზენტაცია- სწავლის სტილი და მეთოდები.. გავეცანით და დავრეგისტრირდით პროგრამა-kahoot. სადაც შევადგინეთ მარტივი ტესტი . შევქმენით სასწავლი ნიმუში მოსწავლეებისათვის. შევადგინეთ მოსწავლის პრეზენტაციის სავარაუდო ნიმუში და შევინახეთ საქაღალდე- ,,მოსწავლის ნიმუში''. ნისლიანმა დრემ საინტერესოდ ჩაიარა.

მეექვსე დღის რეფლექსია

       ყოველი დღე უფრო და უფრო საინტერესო ხდება. ვმუშაობთ პროექტის ირგვლივ და თან უამრავ ახალ საკითხს ვითვისებთ.დავასრულეთ პრეზენტაცია და ჩავაშენეთ ჩვენს ბლოგზე. ჯგუფებში განვიხილეთ ერთმანეთის სლაიდი და გავუკეთე უკუკავშირი  და კომენტარებში მივწერე ჩემს მეწყვილეს: სამი შეკითხვა, ორი კომენტარი და ერთი რჩევა. ასევე მივიღე მეც ჩემი მეწყვილესაგან.            შევადგინეთ გამოკითხვის ფორმა, რომელიც ასევე გამოდგება მოსწავლეებთან ტესტის შესადგენად. ეს ფორმაც ჩავაშენეთ ბლოგზე.

გამოკითხვა

Loading...

პროექტის პრეზენტაცია

მეხუთე დღის რეფლექსია.

      ტრენინგის მეხუთე დღე საინტერესოდ დაიწყო. ჩენს მიერ წარმოდგენილ პროექტის გეგმაში შევავსეთ: შეფასების დროის ჩარჩო (შეფასების სტრატეგიები). შეფასების მოკლე მონახაზი.  ასევე დავიწყეთ მუშაობა პრეზენტაციის შედგენაზე .შევქმენით ოთხი სლაიდი. პირველ გვერდზე პროექტის სათაური და ავტორი. მეორეზე - პროექტის მიზანი. მესამეზე-მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. მეოთხეზე კი შეფასების მეთოდები. როგორც ყოველთვის, დღემ შეუმჩნევლად გაიარა.

ტრენინგის მეოთხე დღე

         დღევანდელი მეოთხე დღე დავუთმეთ: სასწავლო პროექტში მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შედგენისას. ეს კითხვებია, ჩემს პროექტთან დაკავშირებული-   სახალისო აქტივობა წილადებზე როგორ შეიძლება შევცვალოთ მთლიანობა? ზოგადი კითხვა როგორ შეიძლება შევცვალოთ მთლიანობა? თემატური კითხვები 1.რატომ გვჭირდება დანაწილება? 2.რით გავიადვილებთ ცხოვრებას, წილადების ცოდნით? შინაარსობრივი კითხვები 1.რა არის წილადის მრიცხველი და მნიშვნელი? 2. რა მოქმედებები სრულდება წილადებზე? 3.როგორ გარდავქმნათ რიცხვი წილადად?     ასევე განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები. გავეცანით შეფასების განსაზღვრას მოსწავლეთა საჭიროების დასადგენად. ასევე, ჩამოვაყალიბეთ მონახაზი პრეზენტაციის მოსამზადებლად ჩემს სასწავლო პროექტზე. ვიმუშავეთ საზიარო დოკუმენტში, რომელიც ტრენერმა გადმოგვიგზავნა და ჯგუფურად შევავსეთ . შევაფასეთ ერთმანეთის ინფორმაცია და გავუკეთეთ შესაბამისი კომენტარი.  დრო შეუმჩნევლად გავიდა.

ტრენინგის მესამე დღე

              დღევანდელი ტრენინგის მსვლელობისას ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს შევეხეთ: ვიმუშავეთ და დავხვეწეთ ბუკლეტი. ჩავასწორე ტექსტი და მივანიჭე ფერი.              დავიწყეთ სასწავლო პროექტისათვის სტანდარტის განსაზღვრა. შევიმუშავეთ მიზნები სასწავლო პროექტისათვის. ჩამოვაყალიბეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო საკითხები. მოვიძიეთ ეროვნული სასწავლო გეგმიდან სტანდარტები და მიზნები, შესაბამისი კლასისათვის, შესაბამის საკითხთან დაკავშირებით.              გავიხსენეთ ბლუმის ტაქსონომია. განვიხილეთ ყველა დონისათვის სესაბამისი ზმნები.