Posts

პროექტის იდეებისთვის

Image

მერვე დღის რეფლექსია.

    პროექტის გეგმაში დავწერეთ შესაბამისი პროცედურები. გავეცანით დიფერენცირებული სწავლების რუბრიკებს და მეთოდები. გავეცანით შეფასების რუბრიკების გვერდს.  და ჩენს სამოქმედო გეგმაში შევავსეთ კურსის დამატებითი რესურსები. padlet-_ში შევქმენით ინტერაქტიული დაფა, რომელსაც ხვალ გავაზიარებთ.

მეშვიდე დღის რეფლექსია

          დღევანდელი დღე დავიწყეთ საავტორო უფლებების შესახებ საუბრით. გავაკეთეთ ტესტი. რესურსებიდან გადმოვიწერეთ საავტორო უფლებები და შევავსეთ ონლაინ რეჟიმში. გავიხსენეთ შეფასების სქემების სახეები. წავიკითხეთ კითხვარი დიფერენცირებულ სწავლებაზე და შევავსეთ ის. ვნახეთ  პრეზენტაცია- სწავლის სტილი და მეთოდები.. გავეცანით და დავრეგისტრირდით პროგრამა-kahoot. სადაც შევადგინეთ მარტივი ტესტი . შევქმენით სასწავლი ნიმუში მოსწავლეებისათვის. შევადგინეთ მოსწავლის პრეზენტაციის სავარაუდო ნიმუში და შევინახეთ საქაღალდე- ,,მოსწავლის ნიმუში''. ნისლიანმა დრემ საინტერესოდ ჩაიარა.

მეექვსე დღის რეფლექსია

       ყოველი დღე უფრო და უფრო საინტერესო ხდება. ვმუშაობთ პროექტის ირგვლივ და თან უამრავ ახალ საკითხს ვითვისებთ.დავასრულეთ პრეზენტაცია და ჩავაშენეთ ჩვენს ბლოგზე. ჯგუფებში განვიხილეთ ერთმანეთის სლაიდი და გავუკეთე უკუკავშირი  და კომენტარებში მივწერე ჩემს მეწყვილეს: სამი შეკითხვა, ორი კომენტარი და ერთი რჩევა. ასევე მივიღე მეც ჩემი მეწყვილესაგან.            შევადგინეთ გამოკითხვის ფორმა, რომელიც ასევე გამოდგება მოსწავლეებთან ტესტის შესადგენად. ეს ფორმაც ჩავაშენეთ ბლოგზე.

გამოკითხვა

Loading...

პროექტის პრეზენტაცია